Wikipedia - მოიძიე საინტერესო

Search results

Saturday, 2 April 2016

დღე III


  ტრენინგის მესამე დღეს ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას მოსწავლეებისათვის მისაღწევი სტანდარტების დადგენა. გადავხედეთ შემოთავაზებულ ამონარიდებს სტანდარტიდან და შევარჩიეთ ჩვენი პროექტების შესაბამისი სტანდარტი, რომელიც გავწერეთ ჩვენი პროექტის გეგმაში.
     შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირების წესი, განსხვავებები ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს შორის. გავეცანით ჩანართებს შესაბამის თემაზე.
   ტრენერის უშუალო დახმარებით შევქმენი ბუკლეტი ჩემი პროექტის თემასთან დაკავშირებით, რომელიც განვათავსე ჩემს პორტფოლიოში.
    ჩემს მიერ შექმნილი პროექტი უფრო დაიხვეწა და სრულყოფილი გახდა. იმედია მომავალი დღეების განმავლობაში შევძლებ პროექტის გეგმის წარმატებით დასრულებას.
დიდი მადლობა ტრენერს, ბატონ დიმიტრი პოპოვს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხებისაშვის ჩემთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, ოპერატიული ინდივიდუალური დახმარებებისათვის.

1 comment:

  1. მყარი და წარმატებული ყოფილიყოს პირველი ნაბიჯები პორტფოლიოს წარმოებაში, ჩემო კარგო. იდეები და განხორციელებული პროექტები არ მოკლებოდეს შენ ბლოგს!!!

    ReplyDelete

იზოლდა ბოჭორიშვილის პედაგოგიური კვლევის ანგარიში

https://drive.google.com/open?id=1shj3iaa8GKZRP20Ek9mhnluzYFogzm6S  იზოლდა ბოჭორიშვილის პედაგოგიური კვლევის ანგარიში თემაზე "გაწაფულ...