ბლოგზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს მიერ განხორციელებულ პროექტებს, სასარგებლო პროგრამებს, თემატურ-კალენდარულ გეგმებს და სხვა საინტერესო ინფორმაციას!
Wikipedia - მოიძიე საინტერესო
Search results
Saturday, 23 April 2016
Saturday, 16 April 2016
პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?
- იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;
- იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
- მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;
- პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
- მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას.
Friday, 15 April 2016
eTwinningplus-ის შესაძლებლობები
eTwinningplus
eTwinningplus- ეს არის ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა ქართველ დ აევროპელ მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული პორტალის მეშვეობით სწავლების ინოვაციურ მეთოდებს უკვე 300-ზე მეტი ქართველი მასწავლებელი გაეცნო და საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა.,Sunday, 10 April 2016
როლური თამაშები
როლური თამაშები დაწყებით საფეხურზე
"გთავაზობთ რამდენიმე სასწავლო თამაშს, რომელთაც წარმატებით იყენებენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები მოსწავლეებთან კითხვის უნარის, მეტყველების განვითარებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით:
სიტყვები წყვილებში: მასწავლებელი წყვილებს სთხოვს „სიტყვის სკივრიდან“, რომელშიც შესწავლილი სიტყვებია მოთავსებული, ამოიღონ ხუთი სიტყვა და 1 წუთის განმავლობაში ერთმანეთს ესაუბრონ ნებისმიერ (ან მასწავლებლის მიერ განსაზღვრულ) თემაზე; ბავშვები ცდილობენ, საუბრისას ხუთივე სიტყვის გამოყენება მოასწრონ. თამაშის შემდეგ ეტაპზე ერთვება მომდევნო წყვილი და ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა არ მიიღებს მონაწილეობას;
ნახატების დაგროვება: მასწავლებელი კლასს ჰყოფს ორ გუნდად, ურიგებს განსაზღვრული რაოდენობის (10-დან 20-მდე) ერთნაირ სიტყვის ბარათებს, რომლებსაც მოსწავლეები შლიან მაგიდაზე ისე, რომ ადვილად იკითხებოდეს; შემდეგ ნახატების დასტიდან სათითაოდ იღებს საგნების გამოსახულებებს და აჩვენებს ბავშვებს. რომელი გუნდის წარმომადგენელიც სწრაფად იპოვის ნახატის შესაბამის სიტყვას, მის გუნდს რჩება ნახატი. ასე გრძელდება თამაში ილუსტრაციების ამოწურვამდე. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მეტ ნახატს დააგროვებს;
სიტყვების ლოტო: მასწავლებელი დაფაზე ამაგრებს სიტყვის ბარათებს. მისი მითითებით, ბავშვები თაბახის ფურცლებს კეცავენ 8 ნაწილად, შემდეგ კი ისევ შლიან. მოსწავლეები, დაფაზე გაკრული სიტყვებიდან, შეარჩევენ და მიღებულ უჯრებში წერენ 8 სიტყვას; ამის შემდეგ, თითო მოსწავლე თავისი შევსებული ფურცლიდან ხმამაღლა წარმოთქვამს თითო სიტყვას, დანარჩენები, დასახელებულ სიტყვას, თუკი დაემთხვა, მონიშნავენ თავიანთ უჯრებზე და იძახიან სიტყვას: „ბინგო“. გამარჯვებულია ის, ვინც პირველი მონიშნავს თავის ფურცელზე ყველა სიტყვას. ამ შემთხვევაში გამარჯვებული დაიძახებს: „სუპერბინგო!“ და წყდება თამაში;
სიტყვების აკიდო: მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს წებოვან ქაღალდებზე დაწერილ თანაბარი რაოდენობის, მაგრამ განსხვავებულ სიტყვებს. შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით, თითო ჯგუფი იღებს ანბანის ერთ ასოს და ამაგრებს დაფის ზედა ნაწილზე ჰორიზონტალურად. მოსწავლეები თავიანთ ბარათებში პოულობენ სიტყვებს, რომლებიც იწყება მათი ჯგუფის მიერ შერჩეულ ასოზე, გამოდიან და აკრავენ შესაბამისი ასოს ქვეშ. გამარჯვებულია ის ჯგუფი, რომელიც შეძლებს ყველაზე გრძელი „სიტყვების აკიდოს“ შექმნას;
სიტყვების გაელვება: მასწავლებელი წყვილებს/ჯგუფებს აჩვენებს წამიერად ,,გაელვებულ“ სიტყვის ბარათების გარკვეულ რაოდენობას. ბავშვები ცდილობენ, დროის მცირე მონაკვეთში, დანახული სიტყვების სწორად დასახელებას. მასწავლებელი ინიშნავს სწორ პასუხებს. იმარჯვებს ის წყვილი/ჯგუფი, რომელსაც მეტი სწორად დასახელებული სიტყვა დაუგროვდება;
1-წუთიანი საუბარი: მასწავლებლის მითითებით, მოსწავლეები, სურათებიანი ბარათების დასტიდან, მორიგეობით იღებენ თითო ბარათს და 1 წუთის განმავლობაში უნდა შეძლონ შეუჩერებლად საუბარი მასზე გამოსახული საგნის შესახებ;
სიტყვების „სნაიპერი“: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ნებისმიერ უცხო ტექსტს (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, ბროშურა) შემდეგ ასახელებს სიტყვას და ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ იგი თავიანთ რესურსში;
სიტყვების მარკეტი: მასწავლებელი წყვილებს/ჯგუფებს ურიგებს განსაზღვრული რაოდენობის, ერთნაირი სიტყვის ბარათებს. შემდეგ იწყებს „ვაჭრობას“, მაგალითად: „წითელ წრეს გავცვლი სამმარცვლიან, საგნის თვისების გამომხატველ სიტყვაში, რომელიც შედგება 7 ასოსგან და იწყება თანხმოვანზე!“. ვინც პირველი იპოვის ამ მახასიათებლების შესაბამის სიტყვას, აძლევს მასწავლებელს და იღებს წითელ წრეს. მასწავლებელი ყოველ ჯერზე ცვლის სიტყვის მახასიათებლებს გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე. ასე გრძელდება თამაში 3-5 წუთის განმავლობაში. ბოლოს ითვლიან „ნავაჭრს“ და გამოვლინდება გამარჯვებული;
სიტყვების დაკავშირება: მასწავლებელი წყვილებს/ჯგუფებს ურიგებს 5-7 სიტყვის ერთნაირ ბარათს და აძლევს ინსტრუქციას: სცადონ, ეს სიტყვები ერთმანეთს დაუკავშირონ აზრობრივად, მაგალითად, შერჩეული სიტყვები: ტოტები, ქარი, ხე, ძლიერი, ნორჩი, დამტვრევა. მოსწავლეები, სავარაუდოდ, შეადგენენ ასეთ წინადადებას: „ძლიერმა ქარმა ნორჩ ხეს ტოტები დაამტვრია“. მასწავლებელი შერჩეულ სიტყვებში აუცილებლად ურევს ახლად შესწავლილი სიტყვებიდან 1-2 სიტყვას მაინც. თამაშში მონაწილეობა ხელს უწყობს მათი მნიშვნელობის უკეთ გააზრებას და აქტიურ ლექსიკაში დამკვიდრებას.
თამაშით სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე, რადგან ამ ასაკის მოსწავლეებში ჯერ კიდევ აქტუალურია თამაშის მოთხოვნილება და მოსწავლეები ყოველთვის სიამოვნებით ერთვებიან სასწავლო მიზნის შესაბამის დიდაქტიკურ თამაშებში, შედეგად — გაცილებით უადვილდებათ ახალი ინფორმაციის აღქმა და უკვე არსებული ცოდნის საჭიროებისამებრ გამოყენება. მოსწავლეთა ინტერაქციის უზრუნველსაყოფად, მასწავლებელმა ხშირად უნდა ცვალოს თამაშები ან გაუკეთოს მოდიფიცირება.
გაკვეთილზე დიდაქტიკური თამაშების სისტემატური გამოყენება მოსწავლეებს ხალისს მატებს და ხელს უწყობს იმ ცოდნისა და უნარების ფორმირებას, რომელთა განვითარება ჰქონდა განზრახული მასწავლებელს სასწავლო გეგმის მიხედვით და რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია საგაკვეთილო სივრცის გარეთაც, პრაქტიკულ ცხოვრებაში."
სტატიის ავტორი: ნინო გურეშიძე
Saturday, 9 April 2016
Sunday, 3 April 2016
IV დღე
დღევანდელ ტენინგზე შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩვენი პროექტის შესაბამისად.
გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს, ჩამოვტვირთეთ ჩვენთვის მისაღები და მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის შესახებ.
იმედია მომავალი საკითხები კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
დღევანდელ ტენინგზე შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩვენი პროექტის შესაბამისად.
გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს, ჩამოვტვირთეთ ჩვენთვის მისაღები და მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის შესახებ.
იმედია მომავალი საკითხები კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
Saturday, 2 April 2016
დღე III
ტრენინგის მესამე დღეს ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას მოსწავლეებისათვის მისაღწევი სტანდარტების დადგენა. გადავხედეთ შემოთავაზებულ ამონარიდებს სტანდარტიდან და შევარჩიეთ ჩვენი პროექტების შესაბამისი სტანდარტი, რომელიც გავწერეთ ჩვენი პროექტის გეგმაში.
შევისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირების წესი, განსხვავებები ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს შორის. გავეცანით ჩანართებს შესაბამის თემაზე.
ტრენერის უშუალო დახმარებით შევქმენი ბუკლეტი ჩემი პროექტის თემასთან დაკავშირებით, რომელიც განვათავსე ჩემს პორტფოლიოში.
ჩემს მიერ შექმნილი პროექტი უფრო დაიხვეწა და სრულყოფილი გახდა. იმედია მომავალი დღეების განმავლობაში შევძლებ პროექტის გეგმის წარმატებით დასრულებას.
დიდი მადლობა ტრენერს, ბატონ დიმიტრი პოპოვს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხებისაშვის ჩემთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, ოპერატიული ინდივიდუალური დახმარებებისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)
იზოლდა ბოჭორიშვილის პედაგოგიური კვლევის ანგარიში
https://drive.google.com/open?id=1shj3iaa8GKZRP20Ek9mhnluzYFogzm6S იზოლდა ბოჭორიშვილის პედაგოგიური კვლევის ანგარიში თემაზე "გაწაფულ...