Wikipedia - მოიძიე საინტერესო

Search results

Thursday, 20 June 2019

იზოლდა ბოჭორიშვილის პედაგოგიური კვლევის ანგარიში

https://drive.google.com/open?id=1shj3iaa8GKZRP20Ek9mhnluzYFogzm6S

 იზოლდა ბოჭორიშვილის პედაგოგიური კვლევის ანგარიში თემაზე "გაწაფული კითხვის პრობლემა მესამე კლასის მოსწავლეებში და მისი გამოსწორების გზები"

Saturday, 16 April 2016

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება



                   რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?
  • იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;
  • იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
  • მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
  • მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას.

Friday, 15 April 2016

eTwinningplus-ის შესაძლებლობები


                                                         eTwinningplus
eTwinningplus- ეს არის ქარ­თველ და ევ­რო­პელ მას­წავ­ლე­ბელ­თა და­მე­გობ­რე­ბის პროგ­რა­მა, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ევ­რო­კო­მი­სი­ის დახ­მა­რე­ბით 2013 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა ქარ­თველ დ აევ­რო­პელ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.
აღ­ნიშ­ნუ­ლი პორ­ტა­ლის მეშ­ვე­ო­ბით სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დებს უკვე 300-ზე მეტი ქარ­თვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ეც­ნო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­გეგ­მვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.,

Sunday, 10 April 2016

როლური თამაშები


                    



                                       როლური თამაშები დაწყებით საფეხურზე



"გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სას­წავ­ლო თა­მაშს, რო­მელ­თაც წარ­მა­ტე­ბით იყენებენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები მოს­წავ­ლე­ებ­თან კითხ­ვის უნა­რის, მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბის მიზ­ნით:

სიტყ­ვე­ბი წყვი­ლებ­ში: მას­წავ­ლე­ბე­ლი წყვი­ლებს სთხოვს „სიტყ­ვის სკივ­რი­დან“, რო­მელ­შიც შეს­წავ­ლი­ლი სიტყ­ვე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი, ამო­ი­ღონ ხუ­თი სიტყ­ვა და 1 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თ­მა­ნეთს ესა­უბ­რონ ნე­ბის­მი­ერ (ან მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ გან­საზღ­ვ­რულ) თე­მა­ზე; ბავ­შ­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ, სა­უბ­რი­სას ხუ­თი­ვე სიტყ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­ას­წ­რონ. თა­მა­შის შემ­დეგ ეტაპ­ზე ერ­თ­ვე­ბა მომ­დევ­ნო წყვი­ლი და ასე გრძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლა არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას;
ნა­ხა­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა: მას­წავ­ლე­ბე­ლი კლასს ჰყოფს ორ გუნ­დად, ური­გებს გან­საზღ­ვ­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის (10-დან 20-მდე) ერ­თ­ნა­ირ სიტყ­ვის ბა­რა­თებს, რომ­ლებ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი შლი­ან მა­გი­და­ზე ისე, რომ ად­ვი­ლად იკითხე­ბო­დეს; შემ­დეგ ნა­ხა­ტე­ბის დას­ტი­დან სა­თი­თა­ოდ იღებს საგ­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს და აჩ­ვე­ნებს ბავ­შ­ვებს. რო­მე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც სწრა­ფად იპო­ვის ნა­ხა­ტის შე­სა­ბა­მის სიტყ­ვას, მის გუნდს რჩე­ბა ნა­ხა­ტი. ასე გრძელ­დე­ბა თა­მა­ში ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის ამო­წურ­ვამ­დე. იმარ­ჯ­ვებს ის გუნ­დი, რო­მე­ლიც მეტ ნა­ხატს და­აგ­რო­ვებს;
სიტყ­ვე­ბის ლო­ტო: მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ფა­ზე ამაგ­რებს სიტყ­ვის ბა­რა­თებს. მი­სი მი­თი­თე­ბით, ბავ­შ­ვე­ბი თა­ბა­ხის ფურ­ც­ლებს კე­ცა­ვენ 8 ნა­წი­ლად, შემ­დეგ კი ისევ შლი­ან. მოს­წავ­ლე­ე­ბი, და­ფა­ზე გაკ­რუ­ლი სიტყ­ვე­ბი­დან, შე­არ­ჩე­ვენ და მი­ღე­ბულ უჯ­რებ­ში წე­რენ 8 სიტყ­ვას; ამის შემ­დეგ, თი­თო მოს­წავ­ლე თა­ვი­სი შევ­სე­ბუ­ლი ფურ­ც­ლი­დან ხმა­მაღ­ლა წარ­მოთ­ქ­ვამს თი­თო სიტყ­ვას, და­ნარ­ჩე­ნე­ბი, და­სა­ხე­ლე­ბულ სიტყ­ვას, თუ­კი და­ემ­თხ­ვა, მო­ნიშ­ნა­ვენ თა­ვი­ანთ უჯ­რებ­ზე და იძა­ხი­ან სიტყ­ვას: „ბინ­გო“. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია ის, ვინც პირ­ვე­ლი მო­ნიშ­ნავს თა­ვის ფურ­ცელ­ზე ყვე­ლა სიტყ­ვას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და­ი­ძა­ხებს: „სუ­პერ­ბინ­გო!“ და წყდე­ბა თა­მა­ში;
სიტყ­ვე­ბის აკი­დო: მას­წავ­ლე­ბე­ლი ჯგუ­ფებს ური­გებს წე­ბო­ვან ქა­ღალ­დებ­ზე და­წე­რილ თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის, მაგ­რამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სიტყ­ვებს. შემ­დეგ, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით, თი­თო ჯგუ­ფი იღებს ან­ბა­ნის ერთ ასოს და ამაგ­რებს და­ფის ზე­და ნა­წილ­ზე ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად. მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვი­ანთ ბა­რა­თებ­ში პო­უ­ლო­ბენ სიტყ­ვებს, რომ­ლე­ბიც იწყე­ბა მა­თი ჯგუ­ფის მი­ერ შერ­ჩე­ულ ასო­ზე, გა­მო­დი­ან და აკ­რა­ვენ შე­სა­ბა­მი­სი ასოს ქვეშ. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია ის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ყვე­ლა­ზე გრძე­ლი „სიტყ­ვე­ბის აკი­დოს“ შექ­მ­ნას;
სიტყ­ვე­ბის გა­ელ­ვე­ბა: მას­წავ­ლე­ბე­ლი წყვი­ლებს/ჯგუ­ფებს აჩ­ვე­ნებს წა­მი­ე­რად ,,გა­ელ­ვე­ბულ“ სიტყ­ვის ბა­რა­თე­ბის გარ­კ­ვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას. ბავ­შ­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ, დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში, და­ნა­ხუ­ლი სიტყ­ვე­ბის სწო­რად და­სა­ხე­ლე­ბას. მას­წავ­ლე­ბე­ლი ინიშ­ნავს სწორ პა­სუ­ხებს. იმარ­ჯ­ვებს ის წყვი­ლი/ჯგუ­ფი, რო­მელ­საც მე­ტი სწო­რად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სიტყ­ვა და­უგ­როვ­დე­ბა;
1-წუ­თი­ა­ნი სა­უ­ბა­რი: მას­წავ­ლებ­ლის მი­თი­თე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი, სუ­რა­თე­ბი­ა­ნი ბა­რა­თე­ბის დას­ტი­დან, მო­რი­გე­ო­ბით იღე­ბენ თი­თო ბა­რათს და 1 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და შეძ­ლონ შე­უ­ჩე­რებ­ლად სა­უ­ბა­რი მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი საგ­ნის შე­სა­ხებ;
სიტყ­ვე­ბის „სნა­ი­პე­რი“: მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს ური­გებს ნე­ბის­მი­ერ უცხო ტექსტს (წიგ­ნი, ჟურ­ნა­ლი, გა­ზე­თი, ბრო­შუ­რა) შემ­დეგ ასა­ხე­ლებს სიტყ­ვას და ბავ­შ­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად იპო­ვონ იგი თა­ვი­ანთ რე­სურ­ს­ში;
სიტყ­ვე­ბის მარ­კე­ტი: მას­წავ­ლე­ბე­ლი წყვი­ლებს/ჯგუ­ფებს ური­გებს გან­საზღ­ვ­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის, ერ­თ­ნა­ი­რი სიტყ­ვის ბა­რა­თებს. შემ­დეგ იწყებს „ვაჭ­რო­ბას“, მა­გა­ლი­თად: „წი­თელ წრეს გავ­ც­ვ­ლი სამ­მარ­ც­ვ­ლი­ან, საგ­ნის თვი­სე­ბის გა­მომ­ხატ­ველ სიტყ­ვა­ში, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 7 ასოს­გან და იწყე­ბა თან­ხ­მო­ვან­ზე!“. ვინც პირ­ვე­ლი იპო­ვის ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ბა­მის სიტყ­ვას, აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს და იღებს წი­თელ წრეს. მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ ჯერ­ზე ცვლის სიტყ­ვის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე გრძელ­დე­ბა თა­მა­ში 3-5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბო­ლოს ით­ვ­ლი­ან „ნა­ვაჭრს“ და გა­მოვ­ლინ­დე­ბა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი;
სიტყ­ვე­ბის და­კავ­ში­რე­ბა: მას­წავ­ლე­ბე­ლი წყვი­ლებს/ჯგუ­ფებს ური­გებს 5-7 სიტყ­ვის ერ­თ­ნა­ირ ბა­რათს და აძ­ლევს ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას: სცა­დონ, ეს სიტყ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და­უ­კავ­ში­რონ აზ­რობ­რი­ვად, მა­გა­ლი­თად, შერ­ჩე­უ­ლი სიტყ­ვე­ბი: ტო­ტე­ბი, ქა­რი, ხე, ძლი­ე­რი, ნორ­ჩი, დამ­ტ­ვ­რე­ვა. მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ად­გე­ნენ ასეთ წი­ნა­და­დე­ბას: „ძლი­ერ­მა ქარ­მა ნორჩ ხეს ტო­ტე­ბი და­ამ­ტ­ვ­რია“. მას­წავ­ლე­ბე­ლი შერ­ჩე­ულ სიტყ­ვებ­ში აუცი­ლებ­ლად ურევს ახ­ლად შეს­წავ­ლი­ლი სიტყ­ვე­ბი­დან 1-2 სიტყ­ვას მა­ინც. თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ხელს უწყობს მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის უკეთ გა­აზ­რე­ბას და აქ­ტი­ურ ლექ­სი­კა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბას.
თა­მა­შით სწავ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, რად­გან ამ ასა­კის მოს­წავ­ლე­ებ­ში ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია თა­მა­შის მოთხოვ­ნი­ლე­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბი ყო­ველ­თ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თ­ვე­ბი­ან სას­წავ­ლო მიზ­ნის შე­სა­ბა­მის დი­დაქ­ტი­კურ თა­მა­შებ­ში, შე­დე­გად — გა­ცი­ლე­ბით უად­ვილ­დე­ბათ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა და უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბა. მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რაქ­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, მას­წავ­ლე­ბელ­მა ხში­რად უნ­და ცვა­ლოს თა­მა­შე­ბი ან გა­უ­კე­თოს მო­დი­ფი­ცი­რე­ბა.
გაკ­ვე­თილ­ზე დი­დაქ­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ებს ხა­ლისს მა­ტებს და ხელს უწყობს იმ ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის ფორ­მი­რე­ბას, რო­მელ­თა გან­ვი­თა­რე­ბა ჰქონ­და გან­ზ­რა­ხუ­ლი მას­წავ­ლე­ბელს სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით და რომ­ლე­ბიც მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­გაკ­ვე­თი­ლო სივ­რ­ცის გა­რე­თაც, პრაქ­ტი­კულ ცხოვ­რე­ბა­ში."
სტატიის ავტორი: ნინო გურეშიძე

Sunday, 3 April 2016

IV დღე

დღევანდელ ტენინგზე შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩვენი პროექტის შესაბამისად.
გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს, ჩამოვტვირთეთ ჩვენთვის მისაღები და მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის  შესახებ.
იმედია მომავალი საკითხები კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

იზოლდა ბოჭორიშვილის პედაგოგიური კვლევის ანგარიში

https://drive.google.com/open?id=1shj3iaa8GKZRP20Ek9mhnluzYFogzm6S  იზოლდა ბოჭორიშვილის პედაგოგიური კვლევის ანგარიში თემაზე "გაწაფულ...